უზარმაზარი, უცნაური, ხმაურიანი, მრავალფეროვანი პეკინი – პლანეტის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია. მისი ისტორია 3 000 წელზე მეტს ითვლის, რომლის განმავლობაში ქალაქს ანგრევდნენ, წვავდნენ, იპყრობდნენ ან ანახლებდნენ, მაგრამ პეკინს არც სიმძლავრე და არც სიდიადე დაუკარგავს. ნორმატიულ გამოთქმაში მეგაპოლისის სახელწოდება ჟღერს როგორც „ბეიცზინი“, რაც ჩრდილოეთის დედაქალაქს ნიშნავს. თანამედროვე პეკინი ჩინეთის მთავარი კულტურული, პოლიტიკური და საგანმანათლებლო ცენტრია, ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური ძალები შანხაისა და ჰონკონგშია თავმოყრილი.
პეკინს სიმეტრია მართავს: აკრძალული ქალაქის ცენტრში ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გამავალი ღერძული ხაზები ადგილობრივი ქუჩებისა და სახლების მდებარეობას განსაზღვრავენ. ჩინეთის დედაქალაქის არქიტექტურა – ეს არის საბჭოური ტიპის დასახლებებისა (კომპარტიას არ სძინავს) და საოცარი სილამაზის უძველესი საიმპერატორო სასახლეების, პარკებისა და ტაძრების უცნაური სინთეზი. აქ ჩამოდიან აზიური ატმოსფეროს შესაგრძნობად, მსოფლიოში უგემრიელესი იხვის დასაგემოვნებლად და ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად. ერთი სიტყვით – თუ გსურთ შეეხოთ ლეგენდას, პეკინს უნდა ეწვიოთ.
ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისი-დან პეკინი-მდე
გამგზავრება | დაბრუნება | გაჩერება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
14 ნოემბერი 2024 | 21 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 5 618 - დან | |
16 ნოემბერი 2024 | 23 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 773 - დან | |
18 ნოემბერი 2024 | 25 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 671 - დან | |
19 ნოემბერი 2024 | 25 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 575 - დან | |
21 ნოემბერი 2024 | 30 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 5 842 - დან | |
23 ნოემბერი 2024 | 25 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 742 - დან | |
24 ნოემბერი 2024 | 27 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 966 - დან | |
28 ნოემბერი 2024 | 5 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 5 325 - დან | |
1 დეკემბერი 2024 | 11 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 221 - დან | |
4 დეკემბერი 2024 | 14 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 629 - დან | |
5 დეკემბერი 2024 | 12 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 7 097 - დან | |
24 დეკემბერი 2024 | 27 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 634 - დან | |
27 დეკემბერი 2024 | 10 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 742 - დან | |
28 დეკემბერი 2024 | 12 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 337 - დან | |
30 დეკემბერი 2024 | 6 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 292 - დან | |
1 იანვარი 2025 | 5 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 7 191 - დან | |
4 იანვარი 2025 | 11 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 7 225 - დან | |
6 იანვარი 2025 | 10 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 665 - დან | |
17 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 2 238 - დან | |
21 იანვარი 2025 | 28 იანვარი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 602 - დან | |
25 იანვარი 2025 | 9 თებერვალი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 7 095 - დან | |
2 მარტი 2025 | 15 მარტი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 338 - დან | |
17 მარტი 2025 | 29 მარტი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 336 - დან | |
22 მარტი 2025 | 1 აპრილი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 407 - დან | |
24 აპრილი 2025 | 7 მაისი 2025 | 1 Გაჩერება | ბილეთები 1 362 - დან |
პეკინის რაიონები
ოფიციალურად პეკინი 16 ერთეული სამაზრო დონისგან შედგება, რომელთაგან 8 ქალაქის ზონასა და უახლოეს გარეუბნებს წარმოადგენს, 6 – კი შორეულ გარეუბნებსა და თანამგზავრ-ქალაქებს, 2 – ნახევრად სოფლისა და სოფლის ტერიტორიებს.
ჩინეთის დედაქალაქის გული – ტიანანმენის მოედანი მაოს ძედუნის მავზოლეუმითა და ეროვნული მნიშვნელობის სხვა ძეგლებით. ქალაქის ცენტრი 4 რაიონად იყოფა, სადაც საუკეთესო სასტუმროები და ღირსშესანიშნაობები მდებარეობს. სიჩენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს „ბეიჰაის“ პარკი, ზოოპარკი, დიდი ეროვნული თეატრი. დუნჩენის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონი ტურისტებს აკრძალული ქალაქის საიდუმლოებებით იზიდავს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩუნვენში აღმართულია ცის ტაძარი. სამხრეთ-დასავლეთ სიუანუს აუცილებლად სანახავი ადგილია – პეკინის უძველესი ფაიანსის ტაძარი.
ქალაქი იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ უამრავი პრობლემა არსებობს: ჰაერის დაბინძურება, საცობები, ისტორიული ნაგებობების განადგურება. 2005 წელს ხელისუფლებამ პეკინის ზრდის შეზღუდვა გადაწყვიტა და იგი ცენტრის აღმოსავლეთით და დასავლეთით ორ ნახევრად წრიულ ზონაში მოაქცია.
ჩაოიანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონი ცნობილია თავისი ბიზნეს კვარტლებით, ოლიმპიური პარკით, ძვირადღირებული ბარებითა და რესტორნებით. ჰაიდიანში განთავსებულია ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტები, ასევე ზაფხულის საიმპერატორო სასახლე, ბოტანიკური ბაღი და იუანმინუანის ნანგრევები. ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს მენტოუგოუს გარეუბნები ბუდისტური ტაძრებითა და მსოფლიოში ცნობილი არქეოლოგიური აღმოჩენების ფანშანით. იაბაოლუს კვარტალი – პეკინის რუსული დიასპორის თავშეყრის ადგილია: ბორშის დაგემოვნებასა და რუსული მუსიკის მოსმენას სწორედ ამ რაიონში შეძლებთ.
ტრანსპორტი
პეკინში უფრო სწრაფად და უფრო მოხერხებულად მეტროთი იმგზავრებთ. ადგილობრივი მეტროპოლიტენი 20 ხაზს მოიცავს, MetroMan-ის აპლიკაცია დაგეხმარებათ მარშრუტი შეადგინოთ და მგზავრობის ხანგრძლივობა გამოთვალოთ. მგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია მოგზაურობის მანძილზე: 3-6 CNY. გამონაკლისია აეროპორტის ქალაქის ცენტრთან დამაკავშირებელი ხაზი: ექსპრესით მგზავრობა 25 CNY დაგიჯდებათ. ფასები ვებ-გვერდზე მოცემულია 2018 წლის ნოემბრის მდგომარეობით.
მიწისზედა სატრანსპორტო სისტემა ძალიან რთული და განშტოებულია, აქ სულ 600-ზე მეტი ტროლეიბუსისა და ავტობუსის მარშრუტია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადატვირთულია, პიკის საათებში – ბოლომდე შევსებულია. ბილეთის ფასი დამოკიდებულია მარშრუტზე: დღის ##1-122 და ღამის ##201-212 ავტობუსებით მგზავრობა 2 CNY ღირს. ქალაქის გარეუბნებში ##300-899 ავტობუსები (1 CNY პირველი 12 კმ და 0,50 CNY თითოეული მომდევნო 5 კმ) და ##900-949 (1 CNY თითოეული 10 კმ) მოძრაობს.
თანხის დაზოგვაში „იკატუნი“ სმარტ-ბარათი დაგეხმარებათ, რომლითაც ##1-499 ყველა მარშრუტი 0,50 CNY ეღირება.
ქალაქში ტაქსის ქირაობას ადვილად შეძლებთ. პირველი 3 კმ-სთვის 13 CNY გადახდა მოგიწევთ, მომდევნო კი – დამატებით 2-3 CNY. ტაქსის ავტომობილი გამოირჩევა ცენტრში ყვითელი ზოლითა და ტაქსის ნიშნით. დიდ მანძილზე მგზავრობისას (15 კმ-ზე მეტი) საწვავის საფასური ემატება. ღამით მგზავრობის ტარიფი 30%-ით უფრო ძვირია.
ჩინელებს ძალიან უყვართ ველოსიპედები, ამიტომაც ბაიკ-შერინგის სისტემა ყოველ წელს სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. საათობრივი მომსახურების ფასია: 1-2 CNY. ველოსიპედების ქირაობისთვის ჩინელები ორ ძირითად აპლიკაციას იყენებენ: Mobike და Ofo. იმისათვის, რომ ბაიკ-შერინგის მომსახურება გამოიყენოთ, საჭიროა დარეგისტრირდეთ და შეიტანოთ დეპოზიტი 200-300 CNY ოდენობით. ველობილიკები აქ სწორი და კომფორტულია, მაგრამ მოძრაობა ძალიან ქაოტურია: ადგილობრივ მოსახლეობას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ჩემპიონს საგზაო მოძრაობის წესების დაცვაში. გადაადგილების ყველაზე ეგზოტიკური საშუალებაა ველორიკშები, რომელთა მომსახურების ღირებულებაა 200 CNY 2,5 საათის მგზავრობისთვის.
კავშირი და Wi-Fi
ჩინეთის წამყვანი მობილური ოპერატორებია – China Unicom და China Mobile. პირველი გთავაზობთ პაკეტებს 3G ინტერნეტით, მეორე – ხარისხიან დაფარვას ქვეყნის შორეულ რაიონებშიც კი. საქართველოსთან კავშირისთვის შეგიძლიათ ადგილობრივი სიმ-ბარათი შეიძინოთ 30-100 CNY-ად: საერთაშორისო ზარების ღირებულებაა 1 CNY წუთში. სიმ-ბარათები მობილურ ოპერატორებთან (პასპორტის წარდგენით), სპეციალურ ჯიხურებში ან აეროპორტში იყიდება (აქ ზედმეტის გადახდა მოგიწევთ, სამაგიეროდ ადგილობრივი თანამშრომლები ინგლისურად საუბრობენ).
ჩინეთში აკრძალულია ზოგიერთ სოციალურ ქსელთან (Facebook, Instagram და Twitter-ზე უბრალოდ ვერ შეხვალთ) და Google-ის საძიებო სისტემასთან წვდომა. მაგრამ ადგილობრივები VPN პროგრამას იყენებენ, რომელიც მარტივად ინსტალირდება ნებისმიერ სმარტფონზე თუ ლეპტოპზე.
პეკინში უამრავი ინტერნეტ-კაფეა, რომელიც საათში 10-30 CNY-ად ინტერნეტთან წვდომას უზრუნველყოფს. უფასო Wi-Fi ხელმისაწვდომია სავაჭრო ცენტრებში, სასტუმროებში, კაფეებსა და რესტორნებში. თუმცა, ზოგიერთ ქსელურ დაწესებულებაში პაროლის მისაღებად (მაგ., სტარბაქსში ან მაკდონალდსში), ჩინური სიმ-ბარათი დაგჭირდებათ SMS-ს ვერიფიკაციისთვის.
მკურნალობა პეკინში
ტრადიციული ჩინური მედიცინა ცნობილია თავისი ეფექტურობით. ადგილობრივი ექიმები არა კონკრეტულ ორგანოს, არამედ მთლიანად ორგანიზმს მკურნალობენ, ვინაიდან მედიცინა აქ არა მხოლოდ გამოყენებითი მეცნიერება, არამედ მთელი ფილოსოფიაა. დაავადება აღიქმება როგორც საერთო დისბალანსის სიმპტომი და თერაპია, პირველ რიგში, მისი მიზეზების აღმოფხვრაზეა მიმართული. დარღვევები ინისა და იანის დაპირსპირებისგან წარმოიქმნება: ორი პირველსაწყისის სუბსტანციის, ქალისა და მამაკაცის, რომელიც მუდმივ ურთიერთქმედებაშია.
ჩინური მედიცინის ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტებია – აკუპუნქტურა, მოწვით თერაპია, მასაჟი, ციგუნის ვარჯიში და სხვა უნიკალური მეთოდები. მსხვილი სამედიცინო ცენტრები აღჭურვილია უახლესი აპარატურით ზუსტი დიაგნოსტიკისა და წარმატებული მკურნალობისათვის. ბევრი კლინიკა უცხოელ პაციენტებს თარგმნის მომსახურებას სთავაზობს. ყველაზე ცნობილი სამედიცინო დაწესებულებებია – პეკინის ტრადიციული ჩინური მედიცინის საავადმყოფო (ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე), დუნჩჟიმენი (ვებ-გვერდი ინგლისურ ენაზე) და გუანანმენი.
პეკინის სასტუმროები
პეკინში ყველა სახის სასტუმრო და ჰოსტელი მდებარეობს. ქალაქის ცენტრში მდებარე განთავსების ობიექტები უფრო ძვირია, თუმცა დასავლური სტანდარტების მიხედვით ფასები საკმაოდ მისაღებია. 5* მდიდრულ სასტუმროში განთავსების ღირებულებაა – 570 CNY.
სასტუმროები პეკინი ში: იაფი სასტუმროები
სასტუმრო | ვარსკვლავები | ფასდაკლება | ფასი ფასდაკლებამდე | შეარჩიეთ თარიღები |
---|---|---|---|---|
Home Inn Beijing Capital Airport Terminal No. 3 | ★★ | -19% | 79 64 | სასტუმროს ნახვა |
Jinjiang Inn - Beijing Daxing Development Zone | ★★ | -8% | 71 66 | სასტუმროს ნახვა |
Jumanyuan House | -7% | 76 71 | სასტუმროს ნახვა | |
Jinjiang Inn Beijing Huairou Qingchun Road | ★★ | -13% | 74 64 | სასტუმროს ნახვა |
Jinjiang Inn Beijing Liangxiang Nanguan Subway Station | ★★ | -13% | 74 64 | სასტუმროს ნახვა |
7Days Inn Beijing Capital Airport No.2 | ★★ | -10% | 65 59 | სასტუმროს ნახვა |
GreenTree Inn Beijing Chaoyang District Shilihe Subway Station Express Hotel | -11% | 79 70 | სასტუმროს ნახვა | |
Ibis Beijing Dacheng Road Hotel | -8% | 101 93 | სასტუმროს ნახვა | |
7Days Inn Beijing Bird's Nest Staduim | ★★ | -13% | 112 97 | სასტუმროს ნახვა |
Hanting Hotel Beijing Capital Airport | ★★ | -6% | 96 90 | სასტუმროს ნახვა |
ოქროს შუაგული – 3 ვარსკვლავიანი სასტუმროებია, სადაც დღეში 250 CNY-ად შეგიძლიათ იცხოვროთ. აზიური ეგზოტიკის მოყვარულთათვის განთავსების ყველაზე საინტერესო ვარიანტია – არაჩვეულებრივი სასტუმროები ტრადიციულ ჩინურ სტილში გაფორმებული ნომრებით. მათი უმრავლესობა გარეუბანში, განსაკუთრებით ჩინეთის დიდი კედლის მახლობლად მდებარეობს.
სხვადასხვა დონის კომფორტის იაფი ჰოსტელები თავმოყრილია რაიონებში დუნჩენი და სიუანიუ. ეს ისტორიული ცენტრია, ამიტომ აქ განთავსება ძალიან მოსახერხებელია. საერთო ოთახში საწოლის ღირებულება 110 CNY-დან იწყება. მათთვის, ვისაც საცხოვრებელზე სურს თანხა დაზოგოს, მაგრამ არ უყვარს ჰოსტელები, ვურჩევთ ყურადღება მიაქციონ სასტუმროებს zhaodaisuo – რაღაც სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მსგავსი. როგორც წესი, აქ უცხოელებს არ ღებულობენ, მაგრამ თუ ცოტათი მაინც საუბრობთ ჩინურ ენაზე, შეგიძლიათ პერსონალთან მოლაპარაკება სცადოთ.
შოპინგი
საუკეთესო შენაძების გაკეთებას ადგილობრივ ბაზრებზე შეძლებთ: ჩაის „მალიანდაო“, ანტიკვარის „პანცზიაიუანი“, აბრეშუმის „სიუშუი“ და მარგალიტის „ჩუანვანი“. შოპოჰოლიკების გულებს სწრაფად ააძგერებს იანგუამენუეიზე მდებარე მაღაზია „მეგობრობა“, აუთლეტი „ლუფტგანზა“ და „ჩინეთის მთავარ ქუჩაზე“ -ჩანანაცზეზე მდებარე ასობით სავაჭრო პუნქტი.
პეკინის ყველაზე პოპულარული და ძვირადღირებული სავაჭრო ქუჩას – ვანფუცზინი. აქ მდებარეობს პეკინის უნივერმაღი, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. ლულიჩანის ძველ ქუჩაზეა – ანტიკვარის, ონიქსის ნაკეთობების, სამკაულების, იშვიათი წიგნებისა და ფერწერის ნიმუშების მაღაზიები. სიდანის ქუჩაზე თავმოყრილია სპეციალიზებული მაღაზიები: საკონდიტრო მაღაზიებიდან ქუდების მაღაზიებამდე. ინცზეზე მდებარეობს ცნობილი უცხოური ბრენდების ბუტიკები, ციანმენ-დაცზეზე კი თავად პეკინელებს უყვართ საყიდლებზე სიარული.
ადგილობრივ ბაზრებსა და მაღაზიებში სუვენირების სიუხვიდან თვალები აგიჭრელდებათ: ფაიფურის ფიგურები, ნეფრიტის ფიალები, ნაირფერი ნაქარგები, ხისა და ქვის ნაკეთობები. შეუძლებელია ჩინეთიდან დაბრუნდეთ განთქმული ჩინური ჩაის, ჟენშენისა და აბრეშუმის შეძენის გარეშე.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ხელოვნების ნიმუშები: გრავიურები, კალიგრაფია, საახალწლო ნახატები იანლუცინის მაზრიდან, ბუდისტური ხატები „თანგკა“.
დასავლეთის სტუმრისთვის უფრო ჩვეული შოპინგი – დიდ სავაჭრო ობიექტებშია: 3d3 Mall, Ginza Mall, New Yansha Mall, Oriental Plaza Mall.
რა დავაგემოვნოთ
პეკინური, ან როგორც მას უწოდებენ, მანდარინული გასტრონომია – ჩინური განუმეორებელი სამზრეულოს სრულიად განსხვავებული სახეობაა. ყველაზე ცნობილი ადგილობრივი კერძი უდავოდ გახლავთ იხვი პეკინურად, რომელსაც თაფლს უსვამენ და სპეციალურ ღუმელში ალუბლის შეშაზე წვავენ. კარგ რესტორნებში მას სტუმრის წინაშე ჭრიან ზუსტად 120 ნაჭრად.
კიდევ ერთი ცნობილი კერძი „ფულინ ცზიაბინი“: ბლინები ფულინის შიგთავსით – თუთის სოკოთი, რომელიც აღმოსავლეთის ხალხურ მედიცინაში ძალზედ პოპულარულია. აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ „ჰოთ-ფოთი“: ფონდიუს სახეობა ხორცის, ბოსტნეულის, ატრიის, ზღვის პროდუქტების, პელმენებისა და ტოფუსგან, რომელიც ერთ დიდ ქვაბში იხარშება არომატულ ბულიონში. პეკინელების საყვარელი ინგრედიენტებია – სოიოს მუქი სოუსი, ქუნჟუტის პასტა და ზეთი, ტოფუს მწნილი. ხოლო ბრინჯს აქ გაცილებით ნაკლებად მიირთმევენ, ვიდრე ჩინეთის სხვა რეგიონებში.
პეკინში ყოველი ტრაპეზა – პატარა ცერემონიალია, სადილი კი – დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. აქ მრგვალ მაგიდასთან მიირთმევენ თავიდან ცხელ და ცივ საუზმეულს, შემდეგ ძირითად კერძებს და ბოლოს ბულიონს ან წვნიანს.
პეკინის კაფე-რესტორნები
პეკინში 500-ზე მეტი კაფე და რესტორანია, რომლებიც ნებისმიერ გემოვნებას აკმაყოფილებენ, მათი უმრავლესობა – საზოგადოებრივი კვების სახელმწიფო საერთო სისტემის ნაწილია. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა თუ გარეუბნებში ასობით პატარა, მყუდრო კაფე და ფეშენებელური რესტორანია. თითქმის ყველგან ტრადიციულ ჩინურ სამზარეულს გვთავაზობენ, მაგრამ არის სპეციალიზებული რესტორნებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოთი: რუსეთის, იტალიის, გერმანის, საფრანგეთის, ინდოეთის, კორეის, ბრაზილიისა და ამერიკის. ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩაის სახლები, სადაც არომატული სასმელის სხვადასხვა სახეობას დააგემოვნებთ და ლეგენდარულ ჩაის ცერემონიალს დაესწრებით.
პეკინის კაფეებისა და რესტორნების უმეტესობას არ აქვს მენიუ ინგლისურ ან რუსულ ენაზე. გამოცდილი მოგზაურები გვირჩევენ თვალყური ვადევნოთ თუ რას მიირთმევენ მეზობელ მაგიდასთან და იგივე შევუკვეთოთ.
ყველაზე იაფი და ამავდროულად გემრიელი კერძები ქუჩაში იყიდება. მაგალითად, ტკბილი ბლინები მწვანე ხახვითა და სოუსით მხოლოდ 2,50 CNY ღირს. ვანფუცზინის ქუჩაზე საუზმეულის საუკეთესო ასორტიმენტია: აქ შემწვარ მორიელს ან თუთის აბრეშუმხვევიასაც კი დააგემოვნებთ. სადილი პატარა სასადილოში 20-50 CNY დაგიჯდებათ, რესტორანში ვახშამი კი – 70-100 CNY. ულუფები აქ საკმაოდ დიდია, ამიტომ თამამად შეგიძლიათ შეუკვეთოთ ერთი თეფში ორ ადამიანზე.
პეკინი ბავშვებისთვის
პეკინის ზოოპარკში ყველა ასაკის სტუმრებს ჩინეთის იშვიათ ცხოველთა უნიკალური კოლექცია ელოდებათ. 90 ჰექტარის ტერიტორიაზე 500-ზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს. ზოოპარკის ყველაზე პოპულარული მკვიდრი დიდი პანდაა. აქ ასევე შეგიძლიათ იხილოთ სიჩუანის მაიმუნი, ტიბეტის იაკი, თეთრი დათვი და ავსტრალიის კენგურუც კი.
ქალაქში ღია ნიჟარის ფორმის უზარმაზარი ოკეანარიუმი მდებარეობს. თითოეულ 7 თემატურ ზონას თავისი საოცრება აქვს: ზვიგენები, მარჯნის რიფები და მინიატურაში საგულდაგულოდ აღდგენილი ზღვის სანაპიროები.
წყლის გასართობი საშუალებების საუკეთესო ადგილია – აკვაპარკი „წყლის კუბი“ (No.11 Tianchen East Road, Chaoyang District) ტალღებიანი აუზით, სპა-ცენტრით, 13 სასრიალოთი და სხვა საინტერესო ატრაქციონებით. სავარაუდოდ როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები აღფრთოვანებული დარჩებიან დისნეილენდის ადგილობრივი ანალოგის – „Happy Valley“ პარკის მონახულებით.
„Happy Valley“ პარკში რამდენიმე თემატური ზონაა: „ძველი საბერძნეთი“, „მაიას იმპერია“, „ზღაპრული სამეფო“, „ველური ფიორდი“, „ჭიანჭველების ქვეყანა“ და „ატლანტიდა“.
მშვიდობის პარკში შეგიძლიათ იხილოთ 100-ზე მეტი მსოფლიოს ცნობილი ღირსშესანიშნაობა (ეიფელის კოშკიდან თავისუფლების ქანდაკებამდე), რომელიც შესრულებულია 1:10 მასშტაბით. რამდენიმე საათში დედამიწის ირგვლივ ნამდვილი მოგზაურობაა!