ავიაბილეთები ამსტერდამის მიმართულებით

ბანალურია, მაგრამ ფაქტია: ამსტერდამი საოცარია. თითქოს აქ ყოველ ნაბიჯზე სურნელოვანი კვამლის ღრუბელი უნდა შეგხვდეთ, წითელი ფანჯრებიდან მსუბუქად ჩაცმული ქალბატონები უნდა გიკრავდეთ თვალს, ქუჩები კი ევროპის ყველა კუთხიდან ჩამოსული „ფრიკებითა“ და უცნაური ადამიანებით უნდა იყოს სავსე. ერთი სიტყვით, გარყვნილება და ბიწიერება. მაგრამ სინამდვილეში – კეთილგანწყობილი ჰოლანდიელები, ვან გოგის პალიტრა, ტიტების მინდვრები, იდილიური არხები და ველოსიპედით მოსეირნე ადგილობრივი ბებიები, რომლებიც მოხერხებულად უჭრიან გზას ტურისტებს. სასწაულია? არა – ეს ამსტერდამია, იგი შეუძლებლად განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის თქვენია. გართობა გსურთ – ლეიდსეპლეინზე გაემგზავრეთ. თუ მკაცრი ტრადიციონალისტი და ბრეიგელის ფანატი ბრძანდებით – მუზეუმების კვარტალს უნდა ეწვიოთ. სუკულენტებისა და ბოლქვოვანი მცენარეების ნაზი მოყვარული ხართ? ღვთის გულისთვის: აქვეა კეკენჰოფი და ყვავილების ბაზარი. ამსტერდამი არავის აწყენინებს, მაგრამ ყველას მოხიბლავს.

როგორ ჩავიდეთ ამსტერდამში
ავიაბილეთები ამსტერდამის მიმართულებით
ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში მოხვედრა საქართველოდან შესაძლებელია საუკთარი ავტომობილით ან ყველაზე მოსახერხებელი თვითმფრინავით. პირდაპირი რეისები ამსტერდამის აეროპორტ სხიპჰოლის მიმართულებით შესაძლებელია თბილისიდან.

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები თბილისი-დან ამსტერდამი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
6 დეკემბერი 202415 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 250 - დან
7 დეკემბერი 202414 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 879 - დან
8 დეკემბერი 20249 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაAJetბილეთები 808 - დან
9 დეკემბერი 202411 დეკემბერი 2024პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 1 167 - დან
10 დეკემბერი 202413 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 893 - დან
11 დეკემბერი 202418 დეკემბერი 2024პირდაპირიGeorgian Airwaysბილეთები 1 343 - დან
12 დეკემბერი 202415 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 735 - დან
13 დეკემბერი 202416 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 592 - დან
14 დეკემბერი 202415 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 925 - დან
15 დეკემბერი 202422 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 810 - დან
18 დეკემბერი 202425 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაTransaviaბილეთები 1 092 - დან
19 დეკემბერი 202422 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 628 - დან
20 დეკემბერი 202420 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 943 - დან
22 დეკემბერი 202426 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 456 - დან
23 დეკემბერი 202430 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 867 - დან
24 დეკემბერი 202411 იანვარი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 726 - დან
25 დეკემბერი 20245 იანვარი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 751 - დან
26 დეკემბერი 202413 იანვარი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 678 - დან
27 დეკემბერი 202412 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 787 - დან
28 დეკემბერი 20247 იანვარი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 916 - დან
29 დეკემბერი 20248 იანვარი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 912 - დან
30 დეკემბერი 20248 იანვარი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 912 - დან
1 იანვარი 202515 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 775 - დან
2 იანვარი 202517 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 278 - დან
4 იანვარი 202513 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 310 - დან
6 იანვარი 20258 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 328 - დან
10 იანვარი 202517 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 353 - დან
12 იანვარი 202516 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 375 - დან
13 იანვარი 202518 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 721 - დან
14 იანვარი 202516 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 146 - დან
17 იანვარი 202523 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 466 - დან
19 იანვარი 202522 იანვარი 20251 ᲒაჩერებაTransaviaბილეთები 707 - დან
20 იანვარი 202520 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 170 - დან
22 იანვარი 202529 იანვარი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 543 - დან
23 იანვარი 202526 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 149 - დან
25 იანვარი 202529 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 533 - დან
26 იანვარი 20255 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 566 - დან
27 იანვარი 20252 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 687 - დან
29 იანვარი 202512 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 692 - დან
1 თებერვალი 20258 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 793 - დან
2 თებერვალი 20257 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 310 - დან
3 თებერვალი 20258 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 423 - დან
5 თებერვალი 202512 თებერვალი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 586 - დან
6 თებერვალი 202512 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 289 - დან
7 თებერვალი 202511 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 104 - დან
8 თებერვალი 202522 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 212 - დან
9 თებერვალი 202516 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაTransaviaბილეთები 758 - დან
10 თებერვალი 202519 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 723 - დან
12 თებერვალი 202516 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 213 - დან
13 თებერვალი 202518 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 305 - დან
19 თებერვალი 202526 თებერვალი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 564 - დან
20 თებერვალი 202524 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 114 - დან
22 თებერვალი 202510 მარტი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 745 - დან
23 თებერვალი 20259 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 709 - დან
24 თებერვალი 20259 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 684 - დან
25 თებერვალი 202526 თებერვალი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 719 - დან
26 თებერვალი 20255 მარტი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 708 - დან
28 თებერვალი 20255 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 293 - დან
1 მარტი 20255 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 293 - დან
6 მარტი 202510 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 101 - დან
8 მარტი 202511 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 349 - დან
10 მარტი 202515 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 217 - დან
13 მარტი 202520 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 185 - დან
14 მარტი 202518 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 284 - დან
15 მარტი 202519 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 284 - დან
18 მარტი 202523 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 229 - დან
20 მარტი 202526 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 022 - დან
21 მარტი 202528 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 177 - დან
25 მარტი 202510 აპრილი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 864 - დან
26 მარტი 202512 აპრილი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 667 - დან
28 მარტი 20256 აპრილი 20251 ᲒაჩერებაLOT Polish Airlinesბილეთები 876 - დან
2 აპრილი 202516 აპრილი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 654 - დან
4 აპრილი 202523 აპრილი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesბილეთები 921 - დან
5 აპრილი 202512 აპრილი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 706 - დან
9 აპრილი 202516 აპრილი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 652 - დან
11 აპრილი 202518 აპრილი 20251 ᲒაჩერებაairBalticბილეთები 1 080 - დან
12 აპრილი 202519 აპრილი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 904 - დან
19 აპრილი 202530 აპრილი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 767 - დან
23 აპრილი 20253 მაისი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 656 - დან
26 აპრილი 20253 მაისი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 840 - დან
2 მაისი 202523 მაისი 20251 ᲒაჩერებაairBalticბილეთები 1 004 - დან
3 მაისი 202531 მაისი 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 970 - დან
8 მაისი 202513 მაისი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 5 555 - დან
9 მაისი 202513 მაისი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 5 696 - დან
10 მაისი 202531 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 781 - დან
18 მაისი 202523 მაისი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 5 608 - დან
19 მაისი 202529 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 790 - დან
31 მაისი 202519 ივნისი 20251 ᲒაჩერებაTransaviaბილეთები 997 - დან
1 ივნისი 20258 ივნისი 20251 ᲒაჩერებაAJetბილეთები 1 014 - დან
11 ივნისი 202511 ივნისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 851 - დან
18 ივნისი 202521 ივნისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 2 590 - დან
8 ივლისი 202517 ივლისი 20251 ᲒაჩერებაairBalticბილეთები 985 - დან
9 ივლისი 202531 ივლისი 20251 ᲒაჩერებაTransaviaბილეთები 964 - დან
11 ივლისი 202511 ივლისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 155 - დან
23 ივლისი 202516 აგვისტო 2025პირდაპირიTransaviaბილეთები 687 - დან
12 აგვისტო 202517 აგვისტო 20251 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 5 678 - დან
28 აგვისტო 20254 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 5 554 - დან
29 აგვისტო 20254 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაFlydubaiბილეთები 5 642 - დან

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ქუთაისი-დან ამსტერდამი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 დეკემბერი 202424 დეკემბერი 20241 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 1 013 - დან
24 დეკემბერი 20245 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 752 - დან
31 დეკემბერი 20242 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 298 - დან
5 იანვარი 202511 იანვარი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 347 - დან
20 იანვარი 202526 იანვარი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 690 - დან
24 იანვარი 202527 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 066 - დან
10 თებერვალი 202516 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაWizz Airბილეთები 792 - დან
14 თებერვალი 202517 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 239 - დან
25 თებერვალი 202511 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 837 - დან
14 მარტი 202517 მარტი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 565 - დან
10 ივნისი 202517 ივნისი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 005 - დან

ამ თვის ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბათუმი-დან ამსტერდამი-მდე

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
3 იანვარი 202510 იანვარი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 2 627 - დან
10 თებერვალი 202513 თებერვალი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesბილეთები 1 231 - დან
25 მარტი 202510 აპრილი 20251 ᲒაჩერებაPegasus Airlinesბილეთები 1 299 - დან

ამსტერდამის რაიონები
ამსტერდამი ოფიციალურად 7 რაიონისგან შედგება, რომელთაგან ყველაზე საინტერესოს სენტრე ეწოდება (რაც მარტივი გასაგებია, რომ ცენტრს ნიშნავს). სწორედ აქ, როგორც წესი, ტურისტები დროის 99% ატარებენ. სენტრეში უკეთ ორიენტირების მიზნით, გირჩევთ გაეცნოთ მის მთავარ ისტორიულ კვარტლებს: ქალაქის უცნაურ შუაგულს – ეს არის ძველი (აუდზეიდსი) და ახალი მხარე (ნივეზეიდსი), ​​რომლებიც გრახტენგორდელის „არხების წრიულითაა“ გარშემორტყმული, რაც ადვილად გამოსაცნობია 4 პრაქტიკულად იდეალურად სწორი პარალელური სხივით. მათგან მარცხნივ უბანი იორდანია, მარჯვნივ კი დე-პლანტაგე და იოდენბიუურტი (ებრაული კვარტალი).

აუდზეიდსი (ან ძველი ნაწილი) ამსტერდამის ისტორიული ცენტრია, მრავალი საუკუნის წინ სწორედ აქ დაიწყო დღევანდელი ჰოლანდიის დედაქალაქის მშენებლობა. მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა – აუდეკერკის ეკლესია და წითელი ფარნების კვარტალი, რომელიც ამ უბნის უმეტეს ნაწილს იკავებს. აქ ღამის გათევას არ გირჩევთ, რადგან სამეზობლო საკმაოდ არატრივიალურია, სასტუმროების არჩევანი არ არის დიდი და ფასებიც საკმაოდ მაღალია. ახალ მხარეს აუდზეიდსს დამრაკის ქუჩა ესაზღვრება – ეს არის ქალაქის მთავარი არტერია, თუმცა შეუიარაღებელი თვალით ქუჩის ამ ორ მხარეს შორის, და შესაბამისად კვარტლებს შორის, დიდი სხვაობა არ არის.

მიუხედავად სახელისა, ნივეზეიდსი არცთუ ისე „ახალი“ კვარტალია – მისი მთავარი ეკლესია ლოგიკური სახელით ნივეკერკი (ახალი ეკლესია) 1408 წელს აშენდა. თუმცა მას აქვს ის, რითაც აუდზეიდსი ვერ დაიკვეხნის – რესპექტაბელობა და მშვიდი ატმოსფერო, რის გამოც კვარტალს ხშირად ამსტერდამის „ინტელექტუალურ ცენტრს“ უწოდებენ. ნივეზეიდის ცენტრია დამის მოედანი, სადაც სამეფო სასახლე მდებარეობს. ირგვლივ ქალაქის მთავარი სავაჭრო ხეივნებია: კალვერსტრატი და ნივენდეიკი.

ამ დიდებულებას გრახტენგორდელი აკრავს გარს – ამსტერდამის ლეგენდარული უბანი, რომლის სახელწოდებაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „არხების სარტყელი“. 2010 წლიდან იგი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შედის, ამიტომ არ იქნება ურიგო, თუ ადგილობრივი არხების სახელებს ისწავლით: ესენია ხერენგრახტი (საბატონო), პრინსენგრახტი (საუფლისწულო) და კეიზერსგრახტი (საიმპერატორო არხი). არხების ამ „ღვეზელის“ შიგნით მყუდრო კაფეები და სასტუმროები, ანა ფრანკის სახლი და ელეგანტური ვესტერკერის ეკლესიაა.

ცენტრიდან მარჯვნივ მდებარეობს უბანი იორდანი – ოდესღაც საძილე კვარტალი, სადაც სამუშაო კლასი ცხოვრობდა, ​​დღეს კი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ქალაქის ყველაზე განვითარებული ადგილის სტატუსი შეიძინა. აქ უამრავი სასტუმრო, მაღაზია, გალერეა და რესტორანია, რის გამოც იგი ტურისტებს ძალიან უყვართ. ცენტრის მარცხენა მხარეს ებრაული კვარტალი და დე-პლანტაგეა: ერთმანეთში გარდამავალი უბნები, სადაც ბავშვებთან ერთად მოგზაურ ტურისტებს ვურჩევთ განთავსებას. იოდენბიუურტში (ან ებრაულ კვარტალში), ოდესღაც თავად რემბრანდტი ცხოვრობდა, შესაბამისად, ამ დიდი მხატვრის სახლ-მუზეუმი სწორედ აქ უნდა ეძებოთ. გარდა ამისა, კვარტალი საინტერესოა ებრაული ისტორიული მუზეუმითა და ცნობილი ბრილიანტის დამამუშავებელი კომპანიით Gassan Diamonds. დე-პლანტეგეში ამსტერდამის ცნობილი ზოოპარკი, ასევე ძველი ბოტანიკური ბაღი და ორი „მხცოვანი“ მუზეუმი მდებარეობს: ნაოსნობისა და ტროპიკების. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამსტერდამის მხოლოდ ერთი უბნის – სენტრეს კვარტლები. დროა სხვა უბნებსაც გავეცნოთ.

მაგალითად, ნორდი, რომელიც ამსტელის მეორე მხარეს მდებარეობს. ტურისტებისთვის აქ ცოტა საინტერესო ადგილია, მაგრამ თუ ერთი ან ნახევარი დღე გაქვთ თავისუფალი, გირჩევთ ველოსიპედი იქირაოთ და ამ უბნის გარეუბნებში გაისეირნოთ იდილიური ჰოლანდიური ლანდშაფტების მონახულების მიზნით. ბონუსის სახით ეწვიეთ – Nieuw Dakota, ახალი ხელოვნების სივრცეს, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ყველა მოყვარულს აღაფრთოვანებს.

გრახტენგორდელი – ამსტერდამის ლეგენდარული უბანია, რომლის სახელწოდებაც შეიძლება ითარგმნოს როგორც „არხების სარტყელი“. 2010 წლიდან იგი იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაში შედის.

რაიონი ზეიდი – ამსტერდამის მეორე ყველაზე პოპულარული ადგილია სენტრეს შემდეგ. სწორედ აქ მდებარეობს ლეგენდარული მუზეუმების კვარტალი, ვონდელის ულამაზესი პარკი და ალბერტ კეიპის 100 წლის ბაზარი – ღირსშესანიშნაობა, რომელიც ვან გოგის მუზეუმზე არანაკლებ ღირსეულია. აქვე იპოვით ყველაზე ადეკვატურ განთავსების წინადადებებს: ცენტრთან ახლოს და მისაღები ფასებით. მოკლედ, ზეიდი 3 დიდ კვარტლად იყოფა: აუდ-ზეიდი (ძველი სამხრეთი), დე-პეიპი (საყვირი) და ზეიდერამსტელი. პირველ მათგანში ცნობილი მუზეუმების მოედანი მდებარეობს – ერთდროულად 4 ბრწყინვალე კოლექციის სამშობლო: რეიკსმუზეუმი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სტედელეკი, ვან გოგის მუზეუმი და ალმასების მუზეუმი. დე-პეიპი, რომელსაც ვიწრო სახლების გამო ეწოდა ეს სახელი, სადაც თითოეული ბინა თავისი ფორმით ამ მუსიკალურ ინსტრუმენტს მოგაგონებთ, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ და კოლორიტულ კვარტლად ითვლება. მისი ცენტრი ალბერტ კეიპის უძველესი ბაზრის შესანიშნავი სამყაროა. ღამის აქ გათევას არ გირჩევთ, რადგან ძალიან დიდი და მრავალეროვანი მოსახლეობაა (მაგალითად, სურინამიდან ან მაროკოდან გადმოსახლებულები), მაგრამ დღის განმავლობაში ვიზიტი ნამდვილად ღირს. მათ შორის მწვანე სარფატი პარკის გამო. და ბოლოს, ზეიდერამსტელი ამსტერდამის სხვა გარკვეულწილად არატიპიური არქიტექტურით იზიდავს – კვარტლის ეს ნაწილი გასული საუკუნის 20-30-იან წლებში აშენდა.

რაიონი ოსტი – კიდევ ერთი ადგილია, სადაც თანამედროვე არქიტექტურის მოყვარულები მიისწრაფვიან. აქ, ხელოვნურად აღმართულ კუნძულებზე, უჩვეულო საცხოვრებელი კვარტლებია აგებული. რაიონის მარგალიტია ბაზარი „დაპერმარკტი“ კოლორიტული მოვაჭრეებით, რომლებიც ამსტერდამში ყველაზე შორეული კოლონიებიდან ჩამოვიდნენ. რაიონები ნივ-ვესტი და ვესტი საინტერესოა მხოლოდ პარკებისა და ბაღების გამო. ამ, როგორც წესი, საძილე კვარტლებში საშუალო კლასის ახალგაზრდა ოჯახები ცხოვრობენ, ხშირად ეგზოტიკური ქვეყნებიდან გადმოსახლებული. ხოლო ზეიდოსტის რაიონში ტურისტებისთვის მხოლოდ ერთი სატყუარაა – AjaxArena – ამსტერდამის ლეგენდარული „აიაქსის“ სტადიონი.

ქალაქში უკეთ ორიენტირებისთვის ახალჩამოსულების ვთავაზობთ – ცენტრალური სადგურისკენ ზუგრით დადექით და დაინახავთ: მარჯვნივ – ტურისტულ ამსტერდამს, მარცხნივ – წითელი ფარნების კვარტალს, მარჯვნივ კი – ნამდვილ და ტრადიციულ ამსტერდამს.

ამსტერდამის ტრანსპორტი
ქალაქის ისტორიული ცენტრი, ანუ მთავარი ღირსშესანიშნაობების თავმოყრის ადგილი, არცთუ ისე დიდია, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც დაგჭირდებათ. მაგრამ თუ სადმე მისვლა სწრაფად და მოხერხებულად გსურთ, გირჩევთ ტრამვაით ისარგებლოთ (მათი განრიგი, ბოძზეა განთავსებული; ვარდისფერ ფონზე დასვენების დღეების განრიგია მითითებული, ცისფერ ფონზე კი – სამუშაო დღეების). ავტობუსები განრიგით არ მოძრაობენ, მაგრამ ძალიან კომფორტულია და ღამითაც შეძლებთ მგზავრობას (1:00 საათიდან 5:30 საათამდე). ხელი უნდა აუწიოთ, რომ მძღოლმა დაგინახოთ; სამგზავრო ბილეთები ღამის მარშრუტებზე არ მოქმედებს.

გირჩევთ განსაკუთრებული რეტრო-ტრამვაით გაისეირნოთ, რომელიც მხოლოდ კვირაობით 11:00 საათიდან 17:30 საათამდე კურსირებს. მისი მარშრუტი იწყება სადგურიდან „ჰარლემმერმერი” და დაახლოებით 20 წუთი მოძრაობს პარკამდე „ამსტერდამის ტყე“. მგზავრობის ფასია 7 ევრო, 4-11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – 4,5 ევრო. ფასები ვებ-გვერდზე მითითებულია 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით.

გარდა ამისა, ქალაქში არის მეტრო – 3 ხაზი, რომელიც ცენტრალურ სადგურს სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებთან აკავშირებს. თუმცა ტურისტებისთვის მეტროს გამოყენება არცთუ ისე მოხერხებულია – სადგურები (გარდა Nieuwmarkt და Waterlooplein) ტურისტებისთვის ნაკლებად საინტერესო უბნებში მდებარეობს.

ყველა სახეობის ტრანსპორტისთვის ერთიანი ბილეთები მოქმედებს. ქალაქი ზონებადაა დაყოფილი. რაც მეტ ზონას გაივლით, მით მეტს გადაიხდით (ისტორიული ცენტრი პრაქტიკულად ერთი ზონაა). ზონების რუკა გაჩერებებზე და ტრამვაისა და ავტობუსის შიგნითაც კიდია. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ როგორც მძღოლთან, ისე მეტროს სადგურებში განთავსებულ ავტომატებში. მგზავრობის საფუსური 3 ევროა და ერთი საათის განმავლობაში შეუზღუდავი რაოდენობის მგზავრობისთვის მოქმედებს. მოსახერხებელი ვარიანტია – შეიძინოთ 24 საათის განმავლობაში მოქმედი ერთჯერადი D-card.

ამსტერდამში უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა დაახლოებით 60 ევროა.

ტაქსი
ტაქსი არ არის საუკეთესო საშუალება ამსეტრადმში გადაადგილებისთვის: მოძრაობა არცთუ ისე კარგია, ქუჩები ვიწროა, მგზავრობის საფასური საკმაოდ მაღალია. საშუალოდ ცენტრში მგზავრობა 15 ევრო დაგიჯდებათ – ეს არის 3-4 ევრო ჩასხდომის და დამატებით 2 ევრო თითოეულ კილომეტრზე. ქუჩაში ტაქსის გაჩერება არ არის მიღებული, სადგომი (ქუჩების და მოედნების მცირე ზომის გამო) იშვიათად შეგხვდებათ, ამიტომ „ეტლი“ უმჯობესია ტელეფონით გამოიძახოთ.

ტურისტული ტრანსპორტი
საბედნიეროდ ამსტერდამში ყველაფერი ტურისტების კომფორტისთვის არის გათვლილი, ამიტომ ვინც „საერთო ენას“ ტრამვაისთან ვერ იპოვის, ვურჩევთ ყურადღება მიაპყროს მიკროავტობუსებს City Center Line. ისინი წრიულ მარშრუტზე მოძრაობენ ქალაქის ყველაზე ტურისტული ადგილების გავლით: ცენტრალური სადგური, მოედანი ვატერლოოპლეინი, ძველი ნავსადგურის რაიონი ოსტერდოკი. ასეთი სამარშრუტო ავტობუსები მგზავრთა თხოვნით ჩერდებიან და გზად ყველა მსურველი მგზავრი აჰყავთ. მგზავრობის ფასია 2 ევრო, ასევე ხელმისაწვდომია ერთი დღის განმავლობაში მოქმედი სამგზავრო ბილეთი 6 ევროდ, ბილეთს მძღოლთან შეიძენთ. სამუშაო საათებია: 9 საათიდან 18 საათამდე, ინტერვალი – დაახლოებით ნახევარ საათში ერთხელ.

მეორე ვარიანტია – Hop-on Hop-off ტურისტული ავტობუსი, რომელიც საშუალებას მოგცემთ „საექსკურსიო ლაინერის“ ბორტზე რამდენჯერმე ახვიდეთ დღის განმავლობაში და სასურველ ადგილზე ისევ ჩამოხვიდეთ, ასევე მიიღოთ ინფორმაცია აუდიოგიდისგან (მათ შორის რუსულ ენაზე). ამსტერდამში რამდენიმე კომპანიაა, რომელიც მსგავს მომსახურებას სთავაზობს. ისინი მხოლოდ მარშრუტითა და ფასით განსხვავდებიან. საშუალოდ 24 საათიანი ბილეთის ფასი მოზრდილთათვის 15 ევროდან იწყება, ხოლო ბავშვებისთვის 8-10 ევროდან.

კრუიზი არხებზე
არ იქნებოდა მართებული, რომ არ გვეხსენებინა ამსტერდამის ტრანსპორტის პოპულარული სახეობა – ბორანი, გემი, საკრუიზო ლაინერი და მსგავსი მცურავი საშუალებები. ტურისტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ კომპანია Canal Bus, რომელიც ტურისტული ავტობუსების მსგავს სისტემას სთავაზობს (დღის განმავლობაში ნავზე ახვალთ და ჩამოხვალთ რამდენჯერაც გნებავთ). წყლის ტრამვაი ორ მარშრუტზე კურსირებს და დაახლოებით 20 გაჩერებას აკეთებს, მგზავრობის ფასია 20-25 ევრო ერთი დღის განმავლობაში და 32 ევრო 48 საათის განმავლობაში. ასევე ხელმისაწვდომია სრულფასოვანი 1,5 საათიანი კრუიზები (დღის, საღამოს, ვახშმით ან სანთლების შუქზე). ისინი გაჩერებების გარეშე ცურავენ, სამაგიეროდ ჰოლანდიის დედაქალაქის ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაოების გვერდით ჩაივლიან.

მაგალითად, გთავაზობთ 2-3 საათით საკუთარი კატერი იქირაოთ კაპიტნის თანხლებით, ღირებულება – 90 ევროდან.

ველოსიპედის ქირაობა
ამსტერდამში მოგზაურობის ყველაზე სასიამოვნო საშუალებაა – ველოსიპედით სეირნობა. ეს არის ძალიან, ძალიან მეგობრული ქალაქი ველოსიპედისტებთან მიმართებით (ადგილობრივ მაცხოვრებლებს 500 ათასზე მეტი ორბორბლიანი აქვთ დარეგისტრირებული). ქალაქის უმეტეს ნაწილში მათთვის სპეციალური ბილიკები და შუქნიშნებია გამოყოფილი, მაგრამ ამსტერდამის ძველ ცენტრში ველოსიპედისტებს ხშირად უწევთ მოძრაობა ავტომობილებთან ერთ ზოლში.

ქირის ფასი დღეში 13-დან 20 ევრომდე მერყეობს (საიდანაც 3 ევრო დაზღვევაა ქურდობის შემთხვევაში). როგორც წესი, ოფისში აძლევენ ბარათებსა და პარკირებისთვის კოდურ საკეტს. სამწუხაროდ, ამსტერდამში ველოსიპედების ქურდობა კარგად ვითარდება, ამიტომ ადგილობრივებს შორის ასეთი ხუმრობაცაა: „თუ ველოსიპედისტების თავშეყრის ადგილზე ხმამაღლა დაიყვირებთ – „ეი, ეს ჩემი ველოსიპედია!“, მინიმუმ ხუთი ადამიანი გაიქცევა!“

კარგი გაქირავების ოფისებია:

MacBike Bicycle Rental – მათი წითელი ველოსიპედები ლოგოებით მთელ ქალაქში ცნობილია, ამიტომ ასეთი ტურისტების მიმართ დამოკიდებულება თავაზიანი და მეგობრულია.
Orangebike, Rentals & Tours – უფრო შელახული და ნაკლებად პოპულარული ველოსიპედები. მაგრამ აქ ქალაქის ღირსშესანიშნაობების ველოსიპედით მონახულების ექსკურსიას შემოგთავაზებენ.
Frederic Bike – დღეში 10 ევროდ ველოსიპედთან ერთად სთავაზობენ დაზღვევას, ჩანთას, საკეტს და საბავშვო სავარძელს.
Damstraat Offer – შესაძლოა ყოველდღიური და ყოველკვირეული ქირაობა. ზოგიერთ სასტუმროში ფასდაკლების კუპონი შეგიძლიათ იპოვოთ. 24 საათით ქირაობის ღირებულებაა 12,5 ევრო, ფასში დაზღვევაც შედის.
Het Zwarte Fietsenplan ტრადიციული ჰოლანდიური ველოსიპედების ქირაობას გთავაზობთ, რომელთა მართვის დროს ტურისტს ვერაფრით გამოარჩევენ ადგილობრივი მოსახლიდან.
გარდა ამისა, ველოსიპედები – ქალაქგარეთ გასვლის შესანიშნავი შესაძლებლობაა. ნახევარი საათის მგზავრობის მანძილით არის დაშორებული დედაქალაქის ცენტრი პარკიდან „ამსტერდამის ტყე“ ან იმ ადგილიდან, სადაც მდინარე ამსტელზე რემბრანდტი მუშაობდა. ან შეგიძლიათ გზა განაგრძოთ თვალწარმტაც წისქვილებსა და შუასაუკუნოვან ქალაქებამდე: Weesp, Muiden და Naarden.

ველოსიპედების გადატანა მეტროთი შეგიძლიათ (სპეციალური ბილეთის შეძენის შემთხვევაში).

კავშირი და Wi-Fi
უფასო Wi-Fi ადვილად შეიძლება იპოვოთ სასტუმროებში, კაფეებში, რესტორნებში და მუზეუმებშიც კი. ვერ ვიტყვით, რომ ინტერნეტი აქ ყოველ ქუჩაზეა ხელმისაწვდომი, მაგრამ კავშირის „პუნქტის“ პოვნას ამ ოფიციალურ რუკაზე შეძლებთ.

ამსტერდამის სასტუმროები
ამსტერდამის ცენტრში სასტუმროს პოვნა საკმაოდ რთულია: მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან ფეხით სავალ მანძილზე არცთუ ისე ბევრი განთავსების ვარიანტია და უნდა გაგიმართლოთ, რომ ისინი მაღალ სეზონზე დაჯავშნოთ. ორადგილიანი ნომრის ღირებულება დაახლოებით 120-150 ევროს შეადგენს, ჰოსტელში საწოლის პოვნას 20 ევროდ შეძლებთ.

ჰოლანდიის დედაქალაქის ყველაზე პოპულარული სასტუმროები თავმოყრილია დამის მოედანზე. ღამის ცხოვრების მოყვარულები უპირატესობას სავარაუდოდ წითელი ფარნების ქუჩაზე მდებარე სასტუმროებს მიანიჭებენ, ისევე როგორც ლეიდსეპლეინისა მოედანზე და რემბრანდპლეინის უბანში. ბავშვებთან ერთად მოგზაურ ოჯახებსა და მუზეუმების ხშირი სტუმრებს კი ვონდელის პარკთან ახლომდებარე სასტუმროებს ვურჩევთ.

დიდი კომპანიით მოგზაურებს ვურჩევთ სასტუმროში რამდენიმე ნომრის ნაცვლად ბინა იქირავონ, ან კიდევ უკეთესი – ნამდვილი ჰოლანდიური სახლი-ნავი. თითოეული ასეთი მცურავი სახლი (დებარკადერი) აღჭურვილია სამზარეულოთი, ტელევიზორითა და Wi-Fi-ით.

შოპინგი
ამსტერდამი დიდი ხანია განთქმულია თავისი შოპინგით, მაგრამ საკმაოდ არატრივიალური. რისი შეძენა ღირს აქ? პირველ რიგში, ანტიკვარიატი – ნებისმიერი სახისა და ფასის. მეორე რიგში, სამკაული (მათ შორის, ქალების საუკეთესო მეგობარი – ბრილიანტი). შემდეგ: წიგნები და ძველებური ნაკეთობები ძველმანების ბაზრობებიდან – თუმცა ეს არ არის ანტიკვარიატი, მაგრამ საინტერესო საჩუქარია, რომელშიც ინვესტირება შეგიძლიათ და ბოლოს, დიზაინერული ნივთები -დაწყებული ტანსაცმლიდან დასრულებული ინტერიერის ნივთებით.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთის შეძენა ამსტერდამის ერთ-ერთ ბაზარზე ან განთქმული 9 ქუჩის რაიონში შეგიძლიათ შეიძინოთ, უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ გვერდზე შოპინგი ჰოლანდიის დედაქალაქში.

ამ ქალაქში უამრავ სუვენირსაც იპოვით: ყველა სახის მაგნიტის სუვენირებისა და ეროტიკულ მაღაზიებში შეძენილი პიკანტური საჩუქრების გარდა, ამსტერდამში მცენარეების თესლებსა და ბოლქვებს (შეკვრა 3-5 ევროდან), ყველს და, რა თქმა უნდა, პატარა წისქვილს იძენენ (4 ევრო). ხის კლომპეპი ბევრს არ იზიდავს, რადგან 30 ევრო ღირს და რთული სასიარულოა. ამ ტრადიციული ჰოლანდიური ფეხსაცმლის რბილი ვარიანტი 10 ევროდან დაგიჯდებათ.

რა დავაგემოვნოთ
მიუხედავად კარტოფილი ფრის სიუხვისა, რომელიც ჩვენთან აშშ-თან ასოცირდება, აგრეთვე მენიუში ისეთი კერძებისა, როგორიცაა ქათმის ხორცი ორცხობილაში, ამსტერდამი საოცრად მდიდარია განსაკუთრებული კერძებით. უბრალოდ ჩვეულებრივ კაფეებში მათ ვერ იპოვით, ხოლო თუ ქუჩაში ჩაუვლით გვერდს რთული გადასაწყვეტია. და ამაოდ. რა თქმა უნდა, გირჩევთ დაიწყოთ წმიდათაწმიდით – ყველის დაგემოვნებით. საოცარი ჰოლანდიური ყველი ყველგან იყიდება: სუპერმარკეტებში, ბაზრებზე ან ყველის მაღაზიებში, ფასი 5 ევროდან იწყება. გასტრონომიული ამსტერდამის მეორე „მარგალიტია“ – ქაშაყი (პორცია 3 ევროდან). ბევრი ჰოლანდიელი ქაშაყს მხოლოდ ივნისის დასაწყისში მიირთმევს, როდესაც „სეზონი“ იხსნება, მაგრამ ტურისტებს გარანტიას ვაძლევთ, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს მოეწონებათ – რადგან აქაური მარინადიც იდეალურია და თავად პროცედურაც მომხიბლავია. არსებობს ორი ძირითადი ვარიანტი – მთლიანად გადაყლაპოთ (ხუმრობის გარეშე) ან რაღაც ქაშაყის ჰამბურგერის მსგავსი შეიძინოთ: ფუნთუშით, სოუსით და ა.შ. ამ უკანასკნელს ჩვეულებრივ ქუჩაში ან ბაზარზე ყიდულობენ, დახლებთან Hollandse Nieuwe დროშებით. დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ გვერდზე „ჰოლანდიური სამზარეულო“.

ცხელი კერძებიდან მენიუში შეეცადეთ მოძებნოთ სტამპოტი (Stamppot ან Huttspott) – ნოყიერი და გემრიელი კარტოფილის პიურე საქონლის ხორცითა და ბოსტნეულით, ფასი 14 ევროდან იწყება. სამწუხაროდ ყველგან არ შემოგთავაზებენ, მხოლოდ ეროვნული სამზარეულოს რამდენიმე რესტორანში თუ იპოვით. სამაგიეროდ ყველა კაფეშია ხორცის ბურთულები ბიტერბოლენი – სოკოს დამატებით, რომლებსაც ორცხობილაში ამოვლებულს წვავენ და მდოგვთან ერთად მოგართმევენ (6 ევროდან). დესერტებიდან გირჩევთ დააგემოვნოთ პოფერჩესი (რაღაც ფუნჩულას მსგავსი 0,80 ევროდ) და სტროფვაფლი.

ამსტერდამის კაფეები და რესტორნები
ამსტერდამში ტრადიციული სამზარეულოს რესტორნები ძალიან იშვიათია, მაგრამ თითქმის ყველგან შეხვდებით ფრანგულ, ინდონეზიურ, იაპონურ და ბელგიურ კერძებს (ზოგჯერ კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ერთდროულად). ქალაქში უამრავი ღირსეული იტალიური და ფრანგული რესტორანია, მაგრამ ტაილანდურ და ვიეტნამურ დაწესებულებებს გირჩევთ თავი მოარიდოთ: აქ რაღაც განსაკუთრებულს ვერ იპოვით. სამაგიეროდ ამსტერდამის ინდონეზიური დაწესებულებები განსაკუთრებით კარგია.

აზიური სამზარეულოს რესტორნების უმრავლესობა Zeedijk-ზე მდებარეობს Nieuwmarkt მოედნის რაიონში (რისთვისაც ამ ადგილს კი „ამსტერდამის ჩაინა-თაუნიც“ კი უწოდეს). გვერდით Damstraat ბიზნეს-ქუჩა მდებარეობს, სადაც უამრავი იაფი კაფეა ჩინური სამზარეულოთი და არაბული ფალაფელით. ასევე გირჩევთ ეწვიოთ სურინამის ეროვნული სამზარეულოს რესტორნებს (ჰოლანდიის ყოფილი კოლონია სამხრეთ ამერიკაში), რომლებიც Albert Cuypstraat რაიონში მდებარეობს.

კარგ რესტორანში რეკომენდებულია მაგიდა წინასწარ დაჯავშნოთ (ბევრი მათგანი ორშაბათობით დაკეტილია). გარდა ამისა, ამსტერდამში, რთულია ადგილის პოვნა წასახემსებლად 16:30 საათიდან 18:00 საათამდე, როდესაც რესტორნები და კაფეები სადილის მენიუდან საღამოს მენიუზე გადადიან.

5 კერძიდან შემდგარი სადილის ღირებულება მაღალი სამზარეულოს რესტორანში 60 ევრო დაგიჯდებათ, უბრალო კაფეში „წვნიანი-მეორე და კომპოტი“ – 35 ევრო. ყველაზე ბიუჯეტური ფასტფუდით წახემსებაა ან კაფეების წარწერებს დააკვირდეთ, სადაც lunchtime specials იქნება მითითებული – ამ შემთხვევაში არცთუ ისე ცუდი ვარიანტია სადილი 20 ევროდ.

გართობა
ამსტერდამი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებითა და კლუბებით, რომლებიც ძირითადად 3 ცენტრშია თავმოყრილი: ლეიდსეპლეინის მოედანზე, წითელი ფარნების კვარტალში და რემბრანდტპლეინის რაიონში.

შაბათ-კვირას ქალაქის პარკეში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება იმართება: ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების ბაზრობებიდან გორგოლაჭიან ციგურებზე მასობრივ სრიალამდე.

ამსტერდამის ერთ-ერთი გასართობია უბრალოდ ღია კაფეში მაგიდასთან ჯდომა და გამვლელ-გამოვლელების თვალიერება. ასეთი რაოდენობის ექსტრავაგანტულ პიროვნებებს სხვაგან ვერსად შეხვდებით.

Coffeeshop
ამსტერდამის ყავის მაღაზიები ყველაზე პოპულარული, ხალხით სავსე და საკმაოდ ძვირია. მათი ადვილად იპოვით „coffeeshop“ წარწერითა და წითელ-ყვითელ-მწვანე რასტამანის დროშით. რეკომენდებული ადგილებია: Bulldog – ქსელი ტურისტებისთვის, Grey Area, The Bluebird – საუკეთესო არჩევანია მთელ ამსტერდამში, De Kuil (420 Cafe), Global Chillage, Barney’s, Rokerij, Kandinsky, Club Media (უფასო ხილი!), Katsu (სასიამოვნო გარემო), The Greenhouse, De Dampkring, De Kroon, Abraxas და Homegrown Fantasy.

ზოგი რამ, რაც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ – საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა აკრძალულია, უბრალო ნიკოტინიანი სიგარეტისაც კი. კანაბისის ქვეყნის გარეთ გატანა სასტიკად აკრძალულია. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ტურისტმა Smart Shop-ში შეძენილ ჰაშიშისა და სოკოს შემცველ სამ ღვეზელზე მეტი არ უნდა მიირთვას (იხ. შეფუთვა). კარგად დაიმახსოვრეთ: დღეში არაუმეტეს 3 ღვეზელისა!

ამსტერდამი ბავშვებისთვის
ამსტერდამი სათამაშოთა სიუხვისა და ბავშვთა გართობის მექაა. წითელი ფარნების კვარტალის გარდა, თითქმის ყველა მოედანზე სათამაშო კუთხეა მოწყობილი. ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ჰოლანდიაში „ბავშვის“ ცნებაში იგულისხმება ნებისმიერი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, რაც მათ საშუალებას აძლევთ ზოგიერთი მუზეუმი და ღირსშესანიშნაობა უფასოდ დაათვალიერონ. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველგან ასე არ არის: ზოგან უფასო ასაკი 12 წლამდეა „შეკვეცილი“.

რადგანაც ამსტერდამი მსოფლიოს საველოსიპედო დედაქალაქია, აქ ორბორბლიანი მეგობრების ქირაობას საბავშვო სავარძლებით ან მთლიანი მისაბმელით შემოგთავაზებენ.

ამრიგად, რა უნდა გავაკეთოთ ჰოლანდიის დედაქალაქში ბავშვებთან ერთად? კულტურული თვალსაზრისით ამსტერდამში უამრავი მუზეუმია – ხელმისაწვდომი, საინტერესო და რაც მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო. მთავარი მუზეუმია NEMO, რომლის სამეცნიერო-პრაქტიკული კოლექცია ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხობს „რატომ“, „როგორ“ და „რისთვის“. აქ თქვენ ყველაფერს შეგიძლიათ შეეხოთ, მოსინჯოთ და ატრიალოთ. მეორე ყველაზე პოპულარული მუზეუმია ნაოსნობის მუზეუმი, რომელთანაც მიბმულია გემი ჰოლანდიური აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის დროის 1749 წლის ზარბაზნებით. ტროპიკების საოცარ მუზეუმში ცალკე შესასვლელიც კი არის, სადაც 1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ეპატიჟებიან. ამსტერდამის წინააღმდეგობის მოძრაობის მუზეუმში ბავშვები გაეცნობიან ოთხი ბავშვის ბედს ჰოლანდიის მეორე მსოფლიო ომის საშინელი დღეებიდან – ევას, იანასი, ნელისა და ჰენკის, რომლებიც ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში ცხოვრობდნენ.

სამუზეუმო კოლექციებიდან დაღლილებმა შეგიძლიათ ფეხები დაასვენოთ და ამსტერდამის ერთ-ერთ პარკს ეწვიოთ. მაგალითად, ვონდელის პარკს, სადაც იხვების აუზი, საბავშვო მოედანი და სურნელოვანი ცაცხვებია. ღია ცის ქვეშ თამაშების კიდევ ორი ​​შესანიშნავი ზონა განლაგებულია „სარფატის“ პარკში და დასავლეთ პარკში. და ბოლოს, შეგიძლიათ შეიხედოთ „ამსტერდამის ტყეში“, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ხეებზე იცოცონ, ბაიდარითა და კანოეთი ისეირნონ და თხების ფერმასაც კი ეწვიონ. ზამთარში სავალდებულოა ხელოვნურ საციგურაო მოედნებზე სრიალი, ზაფხულში კი – არხებზე ღია ნავით სეირნობა. ფინალურ აკორდად კი ზოოპარკს ეწვიეთ (თუნდაც „მიკრობიის“ სანახავად – მიკრობების ქვეყანა, სადაც ნათლად გიჩვენებენ, თუ როგორ გადადის ბაქტერიები კოცნის დროს და რა ორგანიზმები ცხოვრობენ, უკაცრავად, ჭიანჭველაჭამიას ფეკალიებში).

წვიმიან დღეს, რომელიც ამსტერდამში ხშირადაა, შეგიძლიათ ეწვიოთ უზარმაზარ გადახურულ საბავშვო მოედანს – საბავშვო ცენტრს TunFun (გპირდებით, რომ ყურითაც კი ვერ გამოათრევთ), 1912 წლის ვინტაჟური ინტერიერის მქონე პომპეზურ საცურაო აუზს Zuiderbad ან ცენტრალურ ბიბლიოთეკას (Centrale Bibliotheek Amsterdam). აქ აქტივობებისთვის განკუთვნილი მთელი სართულია: წიგნები ინგლისურ ენაზე, სათამაშოები, „რბილი ზონები“, მიზეზიანი მოზარდებისთვის – კომპიუტერები და Wi-Fi.

ამსტერდამი არა მხოლოდ ევროპის მორიგი დედაქალაქი, არამედ ათასობით ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქალაქია. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ „დაბალი სეზონის“ ცნება აქ უბრალოდ არ არსებობს. თუმცა, არსებობს დღეები, როდესაც ქუჩებში ნაკლები ტურისტია. როგორც წესი, ეს დრო ზამთარში დგება (საშობაო დღესასწაულების გარდა!), როდესაც დღეები უფრო მოკლეა (დღის შუქი მხოლოდ 8 საათი გრძელდება), და ამინდიც ძალიან თოვლ-ჭყაპიანია არხების გასწვრივ ხანგრძლივი სეირნობისთვის. ივლისი და აგვისტო ყველაზე ცხელი თვეებია.

ამსტერდამის მკვიდრ მოსახლეებს ყოველთვის თან დააქვთ საწვიმარი, რადგან ზღვის სიახლოვის გამო ამსტერდამში არაპროგნოზირებადი ამინდია და წვიმა ნებისმიერ დროს შეიძლება წამოვიდეს. ქოლგით ველოსიპედზე (რომელიც ქალაქის მთავარი ტრანსპორტია) – არცთუ ისე მოხერხებულია, მაგრამ საწვიმარი მოსასხამით – სწორედ რომ შესაფერისია.

You can send your enquiry via the form below.

ავიაბილეთები ამსტერდამის მიმართულებით